ბზის მოედანი
ბზის მოედანი, თივის ბაზარი (რუს. Сенний базар) — მოედანი XIX საუკუნის თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის სამხრეთ ნაწილში სირაჯხანის სიახლოვეს, ავლაბრის ხიდთან (დაახლოებით ახლანდელი ევროპის მოედნის ტერიტორია). ხიდის ორივე ბოლოში ქარვასლები იდგა, მოედანზე კი გასაყიდად მომარაგებული იყო თივის ზვინები ქარავანთათვის, საიდანაც მოდის ადგილის სახელწოდებაც.
მოედანმა სახელი მიიღო როგორც რიყეზე, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ავლაბრის ხიდთან) არსებულ სავაჭრო-სასტუმრო სახლებში (ქარვასლებში) უცხოეთიდან ქარავნებით ჩამოსული ვაჭრების და საქმოსნების სასაპალნე და შესაბმელი პირუტყვისთვის (აქლემების, ცხენების, ხარების, სახედრების) განკუთვნილი საგანგებოდ შერჩეული ადგილის გამო, სადაც ღამის სათევად გაჩერებულ პირუტყვს უყრიდნენ თივას, ბზეს, შვრიას და ა.შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 22. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985;
- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 546, თბ., 2002.