ავლაბრის ხიდი — ხიდი მდინარე მტკვარზე ისტორიულ ძველ თბილისში. ამ ადგილას, მეტეხის ვიწროებში, ხიდი უძველესი დროიდან არსებობდა და ისანს კალასთან აკავშირებდა.

ავლაბრის ხიდი. 1870-იანი წწ.

ისტორიარედაქტირება

ავლაბრის ხიდი აღა მაჰმად ხანის 1795 წლის შემოსევის შედეგად დაინგრა. ის 1797 წელს აღდგინეს. ახალი ხიდი ხის კოჭური კონსტრუქციისა იყო და ქვის საყრდენებს ებჯინებოდა. 1805 წლის 26 აპრილს წყალდიდობის დროს ხიდი მდინარემ გაიტაცა. იმავე წელს იმავე ადგილას იმავე კონსტრუქციის ახალი ხიდი აიგო, რომელსაც გვერდით მეორე, პატარა ხიდიც მიუშენეს, რომელიც 1843 წლამდე საცალფეხო ხიდის სახით არსებობდა. ავლაბრის ხიდზე ტრანსპორტი ცალმხრივად, მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობდა. 1826 წელს ავლაბრის ხიდი შეიცვალა ქვის საყრდენებზე აგებული ხის კამაროვანი კონსტრუქციის ახალი ხიდით, რომელიც სამი წლის შემდეგ კვლავ წყალდიდობის დროს დაინგრა. მის ადგილას 1829 წელს ხის კამაროვანი ხიდი აშენდა, რომელმაც მხოლოდ 13 წელს იარსება. ხის ლპობის გამო ხიდის შეცვლა გახდა აუცილებელი. 1843 წელს იგი უფრო ხარისხიანი ხის კამაროვანი ხიდით შეიცვალა, რომელმაც 26 წელს იარსება. 1870 წელს, ორივე ხის ხიდი ინგლისში დამზადებული რკინის ხიდებით შეცვალეს. ხიდის ინჟინერი იყო ზაზემანი. 1950-იან წლებში ახლანდელი მეტეხის ხიდის აგების შემდეგ ძველი ხიდები მოშალეს.

ლიტერატურარედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 9-10, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012
  • კვირკველია, თ., „ძველთბილისური დასახელებანი“, გვ. 10. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1985