თვრინის ჯვართამაღლების ეკლესია

თვრინის ჯვართამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ თვრინში.

თვრინის ჯვართამაღლების ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ორფერდა გადახურვით. ეკლესია XIX საუკუნეში აუგიათ და შემდეგ XX საუკუნის ბოლოს აღუდგენიათ. ტაძარი ნაგებია ქვიშაქვის გათლილი ქვებით. შესასვლელი კარი ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედელშია გაჭრილი. სამივე კარის თავზე არსებულ არქიტრავის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიას თითო-თითო მცირე ზომის მართკუთხა ფორმის სარკმელი აქვს დატანილი ყველა კედელზე, გარდა დასავლეთისა. იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული. კანკელი ხისგანაა ამოყვანილი. ეკლესია ნაწილობრივ მოხატულია, რომელიც XX საუკუნის ბოლოს მოახატინეს ეკლესიის აღდგენისას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21550