თექირდაღი (თურქ. Tekirdağ) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში, თექირდაღის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. თექირდაღი მდებარეობს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. არის ძალიან კარგი საკურორტო ქალაქი და ზაფხულობით ჰყავს საკმაოდ ბევრი ტურისტი. იგი მდებარეობს საკმაოდ ახლოს ქვეყნის უდიდეს ქალაქ სტამბოლთან. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა აღწევს 150,112 ადამიანს. თექირდაღს აქვს მერია და მისი მერი არის ადემ დალგიჩი.

ქალაქი
თექირდაღი
თურქ. Tekirdağ
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია თექირდაღი
კოორდინატები 40°58′40″ ჩ. გ. 27°30′55″ ა. გ. / 40.97778° ჩ. გ. 27.51528° ა. გ. / 40.97778; 27.51528
მერი ადემ დალგიჩი
ფართობი 1,111.53 კმ²
ცენტრის სიმაღლე 37 მეტრი
მოსახლეობა 150,112 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 160 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 282
საფოსტო ინდექსი 59xxx
საავტომობილო კოდი 59
ოფიციალური საიტი tekirdag.bel.tr
თექირდაღი — თურქეთი
თექირდაღი

თექირდაღს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ქალაქი ჰაირაბოლუ, სამხრეთ-დასავლეთით — მალქარა, ჩრდილოეთით — მურათლი, ხოლო სამხრეთით — შარქიოი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: