თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბითერჯოლის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2017 წლის 5 ივნისს №8 დადგენილებით.[1]

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა
დევიზი თერჯოლა

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილია და ქონგურისებრად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად:

  • I ნაწილი — ზურმუხტის ველზე ოქროს საყდარი.
  • II და III ნაწილი — ზურმუხტის მტევანი, ვაზის ორი ზურმუხტის ფოთლით.
  • IV ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში კი ოქროს სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „თერჯოლა“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება