თერგვისი (ნასოფლარი)
ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
თერგვისი — ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობდა ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ტილიანას აუზში.
ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ. ისტორიულ დოკუმენტებში XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება დერგვისის ფორმით. 1782 წლის ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სოფელ ნაბახტევის აღწერას წარმოადგენს, დერგვისში მდებარეობს ფაფაკერაშვილის მიწის ნაკვეთი. დოკუმენტში ნათქვამია:
„დერგვისში ფაფაკერაშვილის მიწა თავი ოთარისშვილის მიწის მიდგმამდინ, ოლეც დგას თავში. ბოლო დერგვისის წყარომდინ, მეორე გვერდი აკოფასშვილის მიწის მიდგმამდინ, მეორე გვერდი ხარატიშვილის მიწამდინ.“
|
დოკუმენტით არ ჩანს, რომ ამ დროს დერგვისი (თერგვისი) დასახლებული პუნქტია.
XX საუკუნის 40-იან წლებში მოსახლეობა გადაასახლეს ახალციხის მხარეში და სოფელიც მოიშალა. აქ სახლობდნენ გვარები: გელაშვილი, გოგალაძე, ლომიძე, ტეფნაძე, ღამბაშიძე...
ლიტერატურა
რედაქტირება- ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 16, 22 აპრილი, 2019, გვ., 3
- ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022