თეოდოტ I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
პატრიარქი თეოდოტ I მელისინოს-კასიტერა (ბერძ. Πατριάρχης Θεόδοτος Α΄ Μελισσηνός ή Κασσιτεράς) — კონსტანტინოპოლის პატრიარქი 815-821 წლებში.
თეოდოტ I Πατριάρχης Θεόδοτος Α΄ | ||
| ||
---|---|---|
1 აპრილი, 815 — იანვარი, 821 | ||
ეკლესია: | კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია | |
წინამორბედი: | ნიკიფორე | |
მემკვიდრე: | ანტონ I | |
დაბადების სახელი: | თეოდოტ მელისინოს-კასიტერა | |
ორიგინალი დაბადების სახელი: |
Θεόδοτος Μελισσηνός ή Κασσιτεράς | |
დინასტია: | მელისინები |
თეოდოტი წარმოშობით მელისინების გვარიდან იყო და ენათესავებოდა ხატმებრძოლ იმპერატორს კონსტანტინე V კოპრონიმს. პატრიარქის ტახტზე ასვლამდე ლეიბგვარდიის მეთაური იყო.
თეოდოტი პატრიარქი გახდა ხატმებრძოლთა მეორე კრების შემდეგ, რომელიც 815 წელს მოიწვია იმპერატორმა ლეონ V-მ, მეშვიდე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებათა შეცვლის საბაბით. თეოდოტს არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება. გიორგი ამარტოლის სიტყვებით იგი იყო გაუნათლებელი და „თევზივით მუნჯი“[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- The Oxford Dictionary of Byzantium, Oxford University Press, 1991.
- J.B. Bury, A History of the Eastern Roman Empire from the Fall of Irene to the Accession of Basil I (A.D. 802–867), London, 1912.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Georg. Mon. II, 777.11