ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰანს თეოდორ ვოლდზენ შტორმი (დ. 14 სექტემბერი, 1817. ჰუზუმი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, დანია, ახლანდელი გერმანია — გ. 4 ივლისი, 1888. ჰადემარშენი, გერმანია) — XIX საუკუნის გერმანელი პოეტი და ნოველისტი.

თეოდორ შტორმი
გერმ. Theodor Storm
გერმ. Hans Theodor Woldsen Storm
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი, 1817(1817-09-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი ჰუზუმი[12]
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 1888(1888-07-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰანერაუ-ჰადემარშენი[13]
საქმიანობა პოეტი[11] , რომანისტი, ადვოკატი და მწერალი[11] [14]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
Duchy of Schleswig
ალმა-მატერი კილის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, Hermann Tast School და Katharineum
ჟანრი პოეზია
Magnum opus The Rider on the White Horse და Q1216409?
ჯილდოები ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის[15]
ხელმოწერა
საიტი storm-gesellschaft.de
storm-gesellschaft.de/en/

ბიოგრაფია

რედაქტირება

მშობლები

რედაქტირება

შტორმის დედა ლუცია ვოლდზენი იყო, რომლის მამა სენატორი და გემთმფლობელი ყოფილა. ხოლო მამა, იოჰან კაზიმირ შტორმი, პროფესიით ადვოკატი გახლდათ. შტორმების ოჯახში 13 შვილი იზრდებოდა, მათ შორის ყველაზე უფროსი თეოდორი იყო.

ბავშვობა

რედაქტირება

თეოდორის ოჯახში მუდამ წესრიგი და სიყვარული სუფევდა, მას ჰქონდა საშუალება, ემეგობრა ყველა ფენის წარმომადგენელთან. პოეტის საუკეთესო მეგობარი იყო ხანდაზმული მაგდალენა იურგენსი, ამ ქალბატონმა აზიარა შტორმი თქმულებებს და გამოცემებს. მაგდალენას დახმარებით გაეცნო შლეზვიგ-ჰოლშტაინის ზღაპრებს, რაც შემდეგ მის შემოქმედებაზე აისახა.

1818 წელს შტორმების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ნოიშტადტის 56 ნომერში, ხოლო 1821 წლიდან ცხოვრობენ პაპისეულ სახლში — ჰოლე გასეს 3 ნომერში. იმავე წლის შემოდგომაზე შტორმი შეიყვანეს კერძო სკოლაში.

განათლება

რედაქტირება

1821 წელს 4 წლის თეოდორი კერძო სკოლაში იწყებს სიარულს და 9 წლის აგრძელებს სწავლას ჰუზუმის სწავლულთა სკოლაში. ბოლო სამი სემესტრი კი გაატარა ლიუბეკში წმ.კატარინას სწავლულთა სკოლაში. ლიუბეკის გიმნაზიაში ორ წლიანი განათლების მიღების შემდეგ, შტორმის გონებრივი ჰორიზონტი საგრძნობლად გაიზარდა. ამ წლებში მისი საყვარელი წიგნებია: ჰაენეს „სიმღერათა წიგნი“ და გოეთეს „ფაუსტი“. 1837 წელს შტორმი მამის თხოვნით სწავლას აგრძელებს კილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. პოეტს იზიდავს მედიცინა, მუსიკა და ფერწერა. შტორმმა რვა წელი მოანდომა ბერლინში და კილში განათლების მიღებას.

შტორმის პირველი სიყვარული ქალაქ ალტონას უკავშირდება, აქ გაიცნო 12 წლის ბერტა ფონ ბუხანი, პოეტი მაშინ 19 წლის იყო. 5 წელი ეტრფოდა შტორმი ბერტას, მაგრამ მათ ერთად ყოფნას წინააღმდეგობა გოგონას აღმზრდელმა გაუწია. ამ სიყვარულით გამოწვეული სევდა კარგად ჩანს ნოველებში „იმენზეე“ და „ზღვის გაღმა ქვეყნიდან“.

შემოქმედება

რედაქტირება
 
თეოდორ შტორმის სახლი ჰუზუმში

სტუდენტობის ბოლო წლებში შტორმი ძმებ თეოდორ და ტიხო მომზენებთან ერთად მოგზაურობს შლეზვიგ-პოლშტაინის სოფლებში და აგროვებს ლეგენდებსა და ზღაპრებს. შეგროვებულ მასალებს 1845 წელს აქვეყნებს კარლ მიულენჰოფი კრებულში: შლიზვიგ-პოლშტაინ-ლაუენბურგის საჰერცოგოების საგები, ლეგენდები და ზღაპრები. 1843 წელს პოეტი ამთავრებს უნივერსიტეტს და იწყებს მუშაობას ჰეზუმში, ამავე წელს გაიცნობს ზეგებურგელი ბურგომისტრის ქალიშვილს კონსტანცა ესმარშის, რომელზეც სამი წლის შემდეგ ქორწინდება. პირველ ლექსს პოეტი დის გარდაცვალების სევდით წერს, რომელიც შედის მომზენებთან ერთად გამოსულ კრებულში — „სამი მეგობრის სიმღერათა წიგნი“. ლირიკული ნაწარმოებიდან პოეტი მკვეთრად გადადის ნოველებზე, რაც კარგად ჩანს ნაწარმოებში იმენზეე, რომელიც მწერლის სიცოცხლეში ოცდაათჯერ გამოიცა და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. 1852 წელს შტორმს ჩამოერთმევა ვექილის უფლებები, მისი პოლიტიკური ხასიათის პროკლამაციების და ლექსების გამო. იგი გადადის საცხოვრებლად პოტსდამში, სადაც 8 წელს ატარებს და დანიის მეფის გარდაცვალების შემდეგ ბრუნდება. 1865 წელს შტორმი კარგავს საყვარელ ადამიანს, რის შემდეგაც იგი კარგავს ინტერესს და იწყებს მოგზაურობას. იღებს მოწვევას ივანე ტურგენევისგან, ჩადის ბადენ-ბადენში, სადაც 9 დღეს ატარებს ივანესთან ერთად. მათი მეგობრობა 12 წელი გრძელდებოდა (შემონახულია ივანეს 7 და შტორმის 1 წერილი). პოეტი მეორედ ქორწინდება პირველი მეუღლის მეგობარზე, რომელიც ეხმარება 7 შვილის აღზრდაში. დორის იენსენი შტორმთან ერთად ცხოვრობს პოეტის სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

გარდაცვალება

რედაქტირება

1880 წელს შტორმი თავს ანებებს სამსახურს, 6 წლის შემდეგ კი კუჭის კიბოთი ავადდება და 1888 წლის 4 ივლისს გარდაიცვლება. შტორმი სამოცამდე ნოველას და ასეულობით ლექსს უტოვებს გერმანელ და არა მხოლოდ გერმანელ მკითხველს.

გამონათქვამები

რედაქტირება
  • ჩემი ნოველები ჩემივე ლირიკიდან ამოიზარდნენ.
  • სიყვარული მოკვდავი ადამიანის შიშია მარტო დარჩენის მიმართ.
  • ისევე როგორც ეკლესია ენის ძარღვებში ჩაღვრილ შხამს წარმოადგენს იუნკორობა გზას უხშობს ერის სულიერ და მორალურ განვითარებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თეოდორ შტორმი: მწვანე ფოთოლი. მერანი, 1971 წელი.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  10. 10.0 10.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 The Fine Art Archive — 2003.
  12. Шторм Теодор // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. CERL ThesaurusConsortium of European Research Libraries.
  14. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  15. Deutsche BiographieMünchen BSB, Historische Kommission bei der Bayerischen Akademie der Wissenschaften, 2001.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეოდორ_შტორმი“-დან