თეოდორ ბილროთი
თეოდორ ბილროთი (გერმ. Theodor Billroth; დ. 26 აპრილი, 1829, ბერგენი — გ. 6 თებერვალი, 1894, აბაცია) — გერმანელი ქირურგი. სამედიცინო განათლება მიიღო გრაიფსვალდში, გეტინგენსა და ბერლინში. იყო ქირურგიული კლინიკის პროფესორი ციურიხსა (1859) და ვენაში (1867). დაამუშავა ახალი ოპერაციები: საყლაპავი მილისა და კუჭის რეზექცია, ხორხისა და წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთა. ჩიყვის ოპერაცია და სხვა. პირველმა გააკეთა წარმატებით კუჭის გასავლის (პილორუსის) კიბოს ოპერაცია (1881). აქედან დაიწყო კუჭის ქირურგიის სწრაფი განვითარება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 373.