თეოდორე II (კათოლიკოს-პატრიარქი)
(გადამისამართდა გვერდიდან თეოდორე II (კათოლიკოს–პატრიარქი))
თეოდორე II, თევდორე — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თამარ მეფის დროს, დაახლოებით 1187-1204. 1190-1191 ებრძოდა მეფის მოწინააღმდეგე დიდგვარიან ფეოდალებს. ბასიანის ბრძოლის დროს თამართან ერთად ბრძოლის ველამდე გაჰყვა ქართველთა ლაშქარს. თეოდორე II-მ გააფართოვა გელათისა და შიომღვიმის სამეფო მონასტრების სამფლობელოები.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 652.