თეოდორე მეტოქიტე
თეოდორე მეტოქიტე — (დ. 1270 — გ. 13 მარტი, 1332) — ბიზანტიელი მწერალი, მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ლოგოთეტი. იყო იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგოსი-ის ფავორიტი. 1328 წელს შერისხეს და იძულებული გახდა მონასტერში წასულიყო. მონასტრის ეკლესიაში (ამჟამინდელი კაჰრიე-ჯამი სტამბოლში) მისი დაკვეთითაა შესრულებული მოზაიკა, რომელიც პალეოლოგოსების რენესანსის ცნობილი ძეგლია. ავტორია ფილოსოფიური, ასტრონომიული, პოლიტიკური, პოეტური თხზულებებისა. ჰქონდა ენციკლოპედიური განათლება, კარგად იცნობდა ანტიკურ ავტორებს. იყო არისტოტელეს და პტოლემეოსის კომენტატორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 653.
- Beck, H.G. Theodoros Metochites: Die Krise des byzantinischen Weltbildes im 14. Jahrhundert. Munich, 1952 (გერმანული)