თენგიზ ჯაიანი

ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი

თენგიზ ჯაიანი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი.

თენგიზ ჯაიანი
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1937 (1937-01-12) (87 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი

1960 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო, ხოლო 1978 წელს საკომპოზიციო განყოფილება.

1959–1973 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ პიანისტი და დირიჟორი; 1973–1978 წლებში საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1978 წლიდან კი ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; 1981-1991 წლებში საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. დაწერილი აქვს: ნაწარმოებები საესტრადო ორკესტრისათვის – „აფხაზეთის ღამეები“ (1966), „მხიარული განწყობილება“ (1973), „ხევსურეთში“ (1974), „მხოლოდ შენ ერთს“ (1977); საესტრადო სიმღერები და მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Композиторы и музыковеды грузии, თბ., 1984, გვ. 148

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება