თენგიზ წივწივაძე
თენგიზ წივწივაძე (დ. 10 მაისი, 1940, კვახჭირი — გ. 27 იანვარი, 2022) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, ქიმიკოსი.
თენგიზ წივწივაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 მაისი, 1940 |
გარდ. თარიღი | 27 იანვარი, 2022 (81 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მეცნიერი, პედაგოგი და ქიმიკოსი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, ღირსების მედალი და საქართველოს სახელმწიფო პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი კერამიკისა და ცეცხლგამძლე მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით.
1969-1970 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი. 1970-1975 წლებში ამავე ინსტიტუტის ასპირანტი. 1981-1992 წლებში ამავე კათედრის დოცენტი, 1992 წლიდან კი პროფესორი. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი. 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის ცენტრს. კითხულობდა ზოგადი და არაორგანული ქიმიის ლექციათა კურსს ქიმიური და აგროტექნოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია და 12 სახელმძღვანელო, მიღებული აქვს 4 პატენტი. ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა და მიღებული შედეგების პრაქტიკული გამოყენება მეცნიერის კვლევის სფეროს წარმოადგენდა.[1]
ჯილდოები
რედაქტირება- 1999 - ღირსების ორდენი
- 1998 - ღირსების მედალი
- საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ზოგადი, არაორგანული და კოორდინაციული ქიმია : სახელმძღვ თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2013 გვ. 384
- მეტრონიდაზოლის სტრუქტურულ თავისებურებათა გამოკვლევა და 5-კოორდინაციულ სპილენძის კომპლექსთა ბიოაქტიურობის კონცეფცია : მონოგრაფია თბილისი, 2013 გვ. 72
- პირიდინკარბონმჟავათა ამიდებთან კობალტისა და სპილენძის ბიოკოორდინაციული ნაერთები : მონოგრაფია თბილისი, 2011 გვ. 208
- ბიოაქტიური კომპლექსნაერთები ახალ ტექნოლოგიებში : მონოგრაფია თბილისი, სიესტა, 2011 გვ. 256
- ბიოკოორდინაციული ნაერთების შედგენილობა-აღნაგობა-თვისებები და მათი როლი არატრადიციული სამკურნალო საშუალებების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და კვების პროდუქების შემუშავებაში : მონოგრაფია თბილისი, ცოდნა, 2009 გვ. 172
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში თბ., 2012 გვ. 106
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2001 გვ. 127