თენგიზ შუბლაძე

ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი.

თენგიზ შუბლაძე (დ. 7 ივლისი, 1953, სამტრედია) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი.

თენგიზ შუბლაძე
დაბ. თარიღი 7 ივლისი, 1953(1953-07-07) (70 წლის)
დაბ. ადგილი სამტრედია[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი და სამხედრო

ბიოგრაფია რედაქტირება

1975 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. 1989 წელს ქალაქი მოსკოვის სამხედრო-საინჟინრო აკადემია.

1975-1992 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სხვადასხვა სამეთაურო და საშტატო თანმდებობებზე. 1992-2000 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის რექტორად. 2000-2002 წლებში სამშენებლო ძალების სარდლად ცხინვალის რეგიონში. 2002-2004 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 2004 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია და მისი ჩამოყალიებების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე“, დაიცვა 1998 წელს.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1993 — ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • საქართველოში შესაძლო მიწისძვრების შედეგების პროგნოზი: მონოგრაფია, თბილისი, სტუ-ს ნაგებობების, სპეც. სისტემებისა და საინჟ. უზრუნველყოფის ინ-ტი, 2010, გვ. 72 ISBN 9789941026065
  • საგანგებო სიტუაციების მართვა: სახელმძღვ, თბილისი, საქ. საავიაციო უნ-ტი, 2009, გვ. 169 ISBN 9789941911453

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00002608/