თენგიზ ლილუაშვილი

ქართველი იურისტი

თენგიზ ალექსანდრეს ძე ლილუაშვილი (დ. 10 მაისი, 1928, სოფელი შუა გორა — გ. 30 აგვისტო, 2007, თბილისი) — ქართველი იურისტი (სამოქალაქო საპროცესო სამართალი), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1949 წელს დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: 1970–1993 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური და სამართლის ინსტიტუტის სამოქალაქო სამართლის განყოფილების გამგე; 1993–1994 წლებში — სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1995–2007 წლებში — ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1996–1998 წლებში — საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი; 1998–2007 წლებში — საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეცნიერ-კონსულტანტი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პროექტის შემმუშავებელი კომისიის, აგრეთვე სამართლის რეფორმის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე.

  • სამოქალაქო პროცესის საკითხები საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში, თბ., 2002;
  • სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005;
  • აპელაცია სამოქალაქო პროცესში, თბ., 2005;
  • სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბ., 2004, გამოც., მე-2, თბ., 2007 (თანაავტ.).

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება