თენგიზ კალანდაძე
თენგიზ კალანდაძე (დ. 1 აგვისტო, 1940, სოფ. პირველი მაისი, აბაშის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
თენგიზ კალანდაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 აგვისტო, 1940 |
დაბადების ადგილი | სოფ. პირველი მაისი, აბაშის რაიონი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს ვ. ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1963-1964 წლებში იყო ზეინკალი, ს/ყ 88. 1964-1966 წლებში იყო მეარმატურე, ინჟმშენის № 2 ტრესტში. 1966 - 1968 წლებში იყო ინჟინერი, ინჟმშენის № 1 ტრესტში. 1968 - 1971 წლებში იყო ინჟმშენში მეკუჭნავე, საწყობის გამგე. 1971-1976 წლებში იყო თბილმეტალბაზის უფროსი მეკუჭნაევე. 1976-1987 წლებში იყო თბილმეტალბაზა, საწყობის გამგე, დირექტორის მოადგილე, კმგ გამგე, მთავარი ინჟინრის მოადგილე. 1987-1988 წლებში იყო მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კომიტეტში განყოფილების გამგე. 1988-1992 წლებში იყო „საქლითონმომარაგების“ განყოფილების გამგე, გენდირექტორის მოადგილე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (აბაშის მაჟორიტარი). 1997-2002 წლებში იყო „საქლითონის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (აბაშის მაჟორიტარი).