თენგიზ ივანიცკი
თენგიზ ივანიცკი (დ. 24 ივლისი, 1924, ტფილისი — გ. 26 ივნისი, 1992) — ქართველი გეოქიმიკოსი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979)
ბიოგრაფია
რედაქტირება1947 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, 1955 წლიდან ხელმძღვანელობს გეოქიმიის განყოფილებას; 1955-1975 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თ. ივანიცკის შრომები ძირითადად ეხება მადნეულ საბადოთა მინერალოგია-გეოქიმიისა და მაგმური ქანების გეოქიმიის საკითხებს. თ. ივანეცკიმ (ვ. ქოიავასთან ერთად) გამოსცა პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გეოქიმიაში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ზოგადი გეოქიმიის მოკლე კურსი - თბილისი , 1972
- მეტალთა საბადოების გეოლოგია - თბილისი, 1967
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 90.