თენგიზ ბუაჩიძის ქუჩა
თენგიზ ბუაჩიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ვაკის რაიონში (დელისი); იწყება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან და გრძელდება შალვა ნუცუბიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში. ადრე გიორგი ტერევერკოს ქუჩა ერქვა. თბილისის 1982 წლის რუკაზე დატანილია როგორც ვაჟა-ფშაველას I შესახვევი. 1995 წელს თენგიზ ბუაჩიძის სახელი ეწოდა.
თენგიზ ბუაჩიძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ვაკის რაიონი |
უბანი | დელისი |
წინა სახელები | გიორგი ტერევერკოს ქუჩა, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 36, ISBN 978-99928-20-35-3.