თენგიზ ანთელავა
თენგიზ ანთელავა (დ. 1935, სოხუმი — გ. 2011) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
თენგიზ ანთელავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1935 |
დაბ. ადგილი | სოხუმი |
გარდ. თარიღი | 2011 |
მოქალაქეობა | ქართველები |
საქმიანობა | მეცნიერი |
ჯილდოები | ღირსების მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.
1957-1975 წელს მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1976-1979 წელს იყო სოხუმის N1 სკოლა-ინტერნატის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა, იყო ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989 წლიდან, 17 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტს; ამავე დროს იყო მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე, იკვლევდა ჩრდილოეთ კავკასიის XIX-XX საუკუნეების ისტორიას, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების მედალი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბოლშევიკების ბრძოლა პოლიტიკური ხელისუფლებისათვის რუსეთში (1905-1922), თბ., 2001
- 1917 წლის თებერვლის რევოლუცია და დროებითი მთავრობის მოღვაწეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 2001 ISBN 9992802677
- გერმანული ფული და ოქტომბრის კონტრრევოლუციური გადატრიალება რუსეთში, თბ., 2000
- ბოლშევიკური ტერორი რუსეთში (1917-1922), თბ., 2000 ISBN 999282817X
- 1905-1907 წლების რუსეთის რევოლუციის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებისათვის. თბ., 2000
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა.