თემურ გაბაიძე (დ. 1 სექტემბერი,1966 ხულო) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, მეან-გინეკოლოგი. აჭარის ა/რ საუკეთესო მეან-გინეკოლოგი (2000). საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკი (2002). საქართველოს დამსახურებული მედიცინის მუშაკი (2005). ღირსების მედლის კავალერი (1997).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1999-2004 წლებში იყო ხულოს რაიონის სამშობიარო სახლის დირექტორი. 2004 წლიდან „შპს ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორი. 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „აბლომინალური გზით წარმოებული საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენის თავისებურებანი“ (2002).

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2005 — საქართველოს დამსახურებული მედიცინის მუშაკი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006, გვ. 94

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება