თელ-ავივის მეტროტრამი

თელ-ავივის მეტროტრამიისრაელის უმსხვილესი ქალაქის თელ-ავივის მსუბუქლიანდაგიანი სატრანსპორტო სისტემა (მშენებარე). იგეგმება ოთხი ხაზის აშენება: წითლის, ყვითლის, მწვანისა და მეწამულის. წითელ ხაზს მეტროსთვის დამახასიათებელი შტრიხები აღენიშნება, დანარჩენი სამი ხაზი კი მეტროტრამთან უფროა მიახლოებული.

თელ-ავივის მეტროს რუკა

თელ-ავივში მეტროპოლიტენის აშენების პირველი არაოფიციალური გეგმა 1967 წელს გაჩნდა, თუმცა, ბიუჯეტში სახსრების სიმწირის გამო მხოლოდ რამდენიმე სადგურის აშენება მოხერხდა. 1973 წელს იმდროის პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა მეტროს მშენებლობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. იმხანად საქმე მეტროპოლიტენს ეხებოდა და არა მსუბუქლიანდაგიან სისტემას. რიგი მიზეზების გამო ეს პროექტიც ვერ განხორციელდა. 1997 წელს შეიქმნა სახელმწიფო კომპანია „ნეტა“, რომელიც მსუბუქლიანდაგიან სატრანსპორტო სისტემაზეა პასუხისმგებელი.

2006 წლის თებერვალში პირველი ხაზის აშენებაზე ტენდერი გამოცხადდა. ძირითადი პრეტენდენტები იყვნენ ჯგუფები MTS (Metro Transportation Solution) და Metro Rail. გამარჯვებულს სახელმწიფო სუბსიდიის მცირე ნაწილი ერგება, სამაგიეროდ გადაზიდვებიდან შესული თანხა კომპანიასვე დარჩება. გამარჯვებული კომპანიაა MTS.

პროექტის ღირებულება 7,16 მლრდ შეკელია. აქედან ნახევარს ევროპის საინვესტიციო ბანკი დაფარავს. კონტრაქტის ვადა 32 წელია, ამის შემდეგ მეტრო სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავა. პირველი ხაზის მშენებლობა 2012 წლისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება