თელოვანის წმინდა ნინოს ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

თელოვანის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თელოვანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. ერთი ასეთი ნიში ჩრდილოეთ კედელშიცაა, დარბაზის სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია, გრძივ კედლებზე პილასტრებია. ეკლესიას აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება