თელეთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია
თელეთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარში სამხრეთით, 0,5 კილომეტრზე, მდინარე შუაგორისხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, გარეთა კუთხეები შირიმის ქვისაა. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია დასავლეთ კედელი და სამხრეთ და ჩრდილოეთ კდელებსი დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. დასავლეთ კედელი გაჭრილია შიგნით შეისრულთაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელი. მისი თაღი და გარეთა მოპირკეთება შირიმის ქვისაა. ეკლესიის გარშემო წრიული გალავნის ფრაგმენტებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 384-385.