თელავის სტამბა
თელავის სტამბა — ისტორიული ძეგლი თელავში. მდეობარეობს აბანოს შესახვევში (№ 3). საფუძველი ჩაეყარა 1890 წელს, ცნობილი მესტამბის ექვთიმე ხელაძის მიერ. ამ დროიდან დაიწყო თელავში ქართული წიგნების ბეჭვდა.
1905-1907 წლებში რევოლუციის დროს თელავში დაარსდა არალეგალური სტამბა, რომლეშიც იბეჭდებოდა მეფის მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციები, მოწოდებები. 1905 წლის ივლისში ჟანდარმეირამ სტამბა დაარბია, მაგრამ მისი სრული ლიკვიდაცია ვერ მოახერხა. 1906 წელს აქ კიდევ იბეჭდებოდა პროკლამაციები. არალეგალური სტამბის სრული დარბევა ჟანდანმერიას 1907 წლის იანვარში მოუხერხებია. შემდგომში ლეგალური სტამბის მეპატრონეები ყოფილან გ. თათუზოვი და კ. ონიკაშვილი. ონიკაშვილის სტამბაში 1919 წელს იბეჭდებოდა გაზეთი „ახალგაზრდა ქართველი“ რომელშიც თანამშრომლობა ქართველი პედაგოგი საზოგადო მოღვაწე ივანე როსტომაშვილი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სტამბა გამოცხადდა სახელმწიფო დაწესებულებად, სადაც სხვადასხვა პროდუქციასთან ერთად იბეჭდებოდა რაიონული გაზეთები „ალაზნის განთიადი“, „კოლმეურნეობის ხმა“. პედაგოგური სასწავლებლების ლიტერატურული წრის კვირეული გაზეთი „პირველი ნაბიჯი“, ჟურნალი „საბჭოთა მასწავლებელი“ და სხვა. სტამბა ამჟამადაც ფუნქციონირებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 82.