თელავის სემინარია
თელავის სემინარია, გაიხსნა 1782 წელს მეფის სასახლის სკოლის ბაზაზე. სასწავლო-ორგანიზაციულ მხარეს ხელმძღვანელობდა ანტონ კათოლიკოსი, რომელსაც მხარში ედგნენ დოსითეოზ ჩერქეზიშვილ-ნეკრესელი, ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ და დავით რექტორები. თელავის სემინარია სახელმწიფო კმაყოფაზე იყო და სწავლება კლერიკალურ-სქოლასტიკურ პრინციპს ემყარებოდა. მოსწავლეებს იღებდნენ წოდებრივი განსხვავების მიუხედავად. ასწავლიდნენ გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას, მათემატიკას, ღვთისმეტყველებას. ხშირად ეწყობოდა მოსწავლეთა დეკლამაციები და დისპუტები. სემინარიის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მაღალი აკადემიური დორნის მაჩვენებელია საჯარო პაექრობის ტექსტი. დისპუტი მოეწყო თელავის სემინარიის მსმენელთა შემოწმების მიზნით სემინარიის არსებობის ერთი წლის თავზე 1783 წლის 28 მაისს თემაზე „მოკლედ ცხადჰყოფისათვის საღრამატიკოთა ჰაზრთა სარგებლობისა“; გაიოზ რექტორს წარუდგენია 12-მუხლიანი თეზისები. იმის მიხედვით, თუ როგორ განმარტავდნენ სემინარისტები თითოეულ თეზისს, მოწმდებოდა მათი ცოდნა. თელავის სემინარიამ 1801 წლამდე იარსება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გამსახურდია ს., ქსე, ტ. 4, გვ. 647, თბ., 1979