თელავის საცხოვრებელი სახლი (ს. ლიონიძის შესახვევი 5)
არქიტექურული ძეგლი თელავში, რომელიც მდებარეობს სოლომონ ლიონიძის შესახვევში (№ 5). აგებულია XIX საუ
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექურული ძეგლი თელავში, რომელიც მდებარეობს სოლომონ ლიონიძის შესახვევში (№ 5). აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში.
სახლი ერთსართულიანია. ეზოს მხარეს აქვს ხის, სვეტებიანი აივანი და ნახევარსარდაფი. თავდაპირველი აივნიდან სამი სვეტი და ორი ფრიზიღაა შემორჩენილი. სვეტები რვაწახნაგოვანია, დასრულებულია დაბალი, რვაწახნაგონივე კაპიტელით. ფრიზი აჟურულია, შეიცავს რთული ნახატის სახეებს. სხვადასხვა სახეებითაა გაფორმებული სვეტების ზედა ნაწილებიც. ქუჩისპირა ფასადი შელესილი და შეთეთრებულია. ფასადზე ორი სწორკუთხა სარკმელი და კვეთილობით დამუშავებული, ხის ორფრთიანი კარია, რომლითაც აივანზე ვხვდებით. შენობის უკანა კედელი რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით არის ნაგები. შენობა გადახურულია კრამიტით. სახურავი ორფერდაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 104.