თელავის საცხოვრებელი სახლი (ნ. ბარათაშვილის 32)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე (№ 32). აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში.
სახლი ორსართულიანია. მაღალი ნაგებია აგურით. შენობა ქუჩაზე განივი ფასადით გამოდის. პირველ სართულზე ტრადიციული კომპოზიციაა - ორი თაღოვანი სარკმელი შუაში ნიშით, ზედა სართულზე კი, მხოლოდ ორი სარკმელი. ფასადი დასრულებულია სამკუთხა ფრონტონით. ეზოს მხარეს, ხის აივანი შუშაბანდად არის გადაკეთებული უკანა კედელი აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით არის ნაგები. გადახურვა კრამიტისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 96.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5