თელავის საცხოვრებელი სახლი (ნ. ბარათაშვილის 22)
არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე (№ 22). თარიღდება XIX საუკუნის
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე (№ 22). თარიღდება XIX საუკუნის მიწურულით.
ორსართულიანი აგურის სახლი მთავარი ფასადით. ქუჩის მხარეს მხარეს გამოდის. ფასადი საკმაოდ სადაა, პირველ სართულზე ხის სადარბაზო კარი და სამი სარკმლის ღიობია. სადარბაზოს კარი აგურის რუსტირებული პილასტრებითაა გამოყოფილი. კარის თავზე, ისევე როგორც ფანჯრების თავზე, აგურისავე სანდრიკებია. ფასადი შეთეთრებულია. მეორე სართულზე ხის, შეკიდეული აივანია, მის ორივე მხარეს - თითო სარკმელი. აივანი გადაკეთებულია - შეფიცრულია, ერთ ნაწილში კი - შემინულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 95.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 4