თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ ბაგრატიონის 8)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩაზე (№ 8). აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. სახლის მთავარ ფასადზე, სადარბაზო კართან ახლოს, მიმაგრებულია მემორიალური დაფა წარწერით, რომლის თანახმად 1864- 1898 წლებში, ამ სახლში ცხოვრობდა გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი იოსებ ცისკარიშვილი.
სახლი ორსართულიანია. ნაგებია კვადრატული აგურით. შენობის გეგმის სწორკუთხედი ქუჩის გასწვრივაა დაგრძელებული. ქუჩის გასწვრივაა დაგრძელებული. ქუჩის მხრიდან, პირველი სართულის მარჯვენა ბოლოში, ხის სადარბაზო კარაი, ხისსავე მარკიზით ამავე სართულზე, ოთხი თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ყრუ ნიშაა. შესასვლელის თავზე. მეორე სართულის დონეზე, ოთხკუთხა სარკმელია, თაღოვანი თავსართით. ასეთივე სარკმელია აფასადის მარცხენა ბოლოშიც. მეორე სართულის შუა ნაწილში განიერი, ხის აივანია, მოხარატებული მოაჯირით. გვერდითი ფასადი რიყის ქვის და აგურის შერეული წყობით არის ნაგები. პირველ სართულზე ერთი სწორკუთხა სარკმელია, მეორე სართულზე კი სამი სარკმელი. სამივე სარკმელი დასრულებულია თაღოვანი არქივოლტით, რომელიც ჰორიზონტალურ თაროზე არის დაყრდნობილი. ფასადი სამკუთხა, ყრუ ფრონტონითაა დასრულებული. სახლი თელავის სამოქალაქო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 94-95.