თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ ბაგრატიონის 6)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს თეიმურაზ ბაგრატიონის ჩიხში (№ 6). განეკუთვნება XIX საუკუნის შუა ხანებს.
სახლი ერთსართულიანია, აგურის. მთელ სიგრძეზე ხის ჭვირული აივანი ჰქონდა. ძველი სტრუქტურიდან შემორჩენილია: აგურის სვეტები, კედლის ღემელი და კარ-სარკმლები - ძველი ალათებით და ხის დარაბებით. სარდაფი მაღალჭერიანია და საცხოვრებლად გამოიყენება. სახლი გადახურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 95.