თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ახოსპირელის 5)
არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე (№ 5). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყის
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე (№ 5). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით. გადმოცემით იგი აუგია ვინმე კუპატაძეს.
სახლი ნახევარსარდაფისა და ბელეტაჟისგან შედგება. ნაგებია კვადრატული აგურით. ამჟამად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილიб მთლიანადაა შემინული აივანი. ძველი აივნიდან შემორჩენილია ხის სვეტების თავები და მოხარატებული მოაჯირის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 92.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 1