თელავის პირველი საჯარო სკოლა
თელავის პირველი საჯარო სკოლა — ვაჟა-ფშაველას სახელობის შენობა. ისტორიული ძეგლი. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის მოედანზე. პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. სკოლა 1758 წელს დაუარსებია ერეკლე II-ს. თავდაპირველად ატარებდა ფილოსოფიური სკოლის სახელს. 1782 წელს გადაუკეთებიათ სასულიერო სემინარიად. იარსება 1801 წლამდე. მისი პირველი რექტორი იყო გაიოზ ნაცვლიშვილი. 1808 წელს თელავის საულიერო სემინარიის შენობაში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი რომელიც 1917 წელს გადაკეთდა ვაჟთა გიმნაზიად. აქ სწავლობდნენ ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი, ნიკო შიუკაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ლადო მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ბერიტაშვილი და სხვა. 1921 წლიდან ვაჟთა პირველი გიმნაზია თელავის პირველ საშუალო სკოლად მოიხსენიებოდა. სკოლას აქვს ყველა საგნობრივი კაბინეტი და 20 საკლასო ოთახი. შენობა ორსართულიანია, ნაგებია ქვითა და აგურით, გადახურულია თუნუქით.
ლიტერაუტურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 82.