თელავის კარიბჭე
კარიბჭე/ალაყაფის კარი — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქ თელავში.
კარიბჭე სამფრთიანია, ცენტრში დიდი და გვერდებზე მცირე ნალისებრი თაღებით. ცენტრალურ თაღში ხის ალაყაფის კარია ჩასმული. კედლის წყობა რეგულარულია, მასზე გამოყოფილია პილასტრების მოტივი, ხოლო გვერდითი ნიშების თავზე აგურისვე რომბისებრი ორნამენტია დატანილი. კარიბჭის ფრიზი შემკულია კვადრატებისაგან შემდგარი ორნამენტული მოტივით. გადახურულია კრამიტით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13