თელავის ეკლესია (სომხური სასაფლაო)
თელავის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თელავში დგას ე. წ. სომხების სასაფლაოზე თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურით შიგნიდან შელესიალია, ხოლო გარედან შეთეთრებული. შესასვლელები სამია სამხრეთიდან, დასავლეთიდან, და ჩრდილოეთიდან სამივე კარი თაღოვანია. ეკლესიის დარბაზი ვრცელია, აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ღრმა, დარბაზის იატაკის მიმართ დაახლოებით ერთი მეტრით შემაღლებული აფსიდით რომელიც გრძივი კედლებიდან ორიოდე მეტრის სიგანის „მხრებითა“ გამოყოფილი. საკურთხევლის ბაქანი, აფსიდის მხრების მიმართ რამდენიმე მეტრით წინაა წამოწეული და ასასვლელ-ჩასავლელად, ორივე ბოლოში, სამ-სამი საფეხური აქვს მოწყობილი. საკურთხეველი განათებულია აფსიდის ცენტრში გაჭრილი განიერი, თაღოვანი სარკმლით, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშაა. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისგან ხის აჟურული კინკელითა გამიჯნული აფსიდის კონქი და თაღი მოხატულია მზისა და ვარსკვლავების პირობითი გამოსახულებებით. თვით კონქის თაღი ნახავრწრიული მოყვანილობისაა. მის ზემოთ კი, კამარამდე ორიოდე მეტრის სიმაღლის შვეეული კედელია აყვანილი. საკურთხევლის გვერდებზე თითო მცირე ზომის გეგმითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღები სამ თანაბარ ნაწილად იყოფა თითო პილასტრი დასავლეთის კუთხებშიცაა, მათ დასავლეთის კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი ეყრდნობა. თაღების ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის იმპოსტები საბჯენი და კამარაც ნახევარწრიული მოყვანილობისა. პილასტრებს შორის შეისრულთაღოვანი, ბრტყელი ნიშაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა ეკლესიის კედლებში კიდე ხუთი თაღოვანი სარკმელია ორ-ორი სამხრეთით და ჩრდილოეთით და ერთი დასავლეთით მათ შორის სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმელები შესაბამისი კედლების განაპირა ნაწილებშია ერთმანეთის პირდაპირ, დასავლეთისა კი კედლის ღერძზე. ეს უკანასკნელი დანარჩენ სარკმელებთან შედარებით უფრო ვიწროა.
გამონაკლისი მხოლოდ დასავლეთის სარკმელია ეს უკანასკნელი ნახევარწრიული თაღითა დასრულებული და დანარჩენი სარკმელებისგან განსხვავებით, სათაური არ გააჩნია გრძივ ფასადებზე ექვს-ექვსი თაღია გამოყვანილი განივ ფასადებზე კი ხუთ-ხუთი ოთხივე ფასადზე განაპირა თაღები ოდნავ დაბალია და გაცილებით უფრო ვიწრო, ვიდრე დანარჩენები მათი არე სრულიად სადა დანარჩენი თაღების ცენტრში კი, შიდა აღნაგობის შესაბამისად კარ-სარკმელთა ღიობებია განლაგებული გრძივი ფასადების აღმოსავლეთ თაღებში სათაურით მორთული თითო ცრუ სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე, ყველა სარკმლის თავზე თითო შეღრმავებული რომბია რომბია. თითო მსგავსი რომბია გამოყვანილი ოდნავ ზემოთაც თაღებს შორის სამივე შესასვლელის თავზე მოზდილი ჯვრის გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადზე ფრონტონის ძირის დონეზე გამოსახულია შეღრმავებული საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი, წითლად შეღებილი სამი ჯვარი რომელთა შორის შუა ოდნავ მოზრდილია მსგავსი სამი, ოღოდნ თანაბარი ზომის ჯვარია გამოსახული დასავლეთ ფრონტონზეც მათგან ორი სარკმლის გვერდებზეა ერთი მის თავზე ამავე ფასადის ქვედა ნაწილში, გვერდით თაღებში სიბრტყის შეღრმავებით გამოყვანილი მუზარდისებრი თაღით დასრულებული თითო ნიშაა. კედლები დასრულებულია ლეკალური აგურებით ნაწყობი პროფილირებული ლავგარდნით ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დადგმულია ექვსწახნაგა, ექვსი თაღით გახსნილი სამრეკლო რომელსაც პირამიდისებრი სახურავი ხურავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 78-79.