თეკნელას წმინდა გიორგის ეკლესია
თეკნელას წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთში. მდებარეობს ნასოფლარ თეკნელაში, ტყეში. თარიღდება XI-XIII საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7 X 4 მ), ნაგებია რიყის ქვით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო პატარა ნიში. ქვემოთ, კედელთან სატრაპეზო ქვაა მოდგმული. მეორე უფრო მცირე სარკმელი სამხრეთ კედელშია. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის კვალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 209.