თეიმურაზ ჭკუასელი

თეიმურაზ (თემურ) ჭკუასელი (დ. 20 სექტემბერი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მომღერალი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს ორი მოწვევის (2012, 2016) პარლამენტის წევრი.

თეიმურაზ ჭკუასელი
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1944 (1944-10-20) (80 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა მომღერალი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1944 წლის 20 სექტემბერს, თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976-1979 წლებში იგი იყო ხალხური მუსიკისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი. 1980-1992 წლებში იკავებდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი, განყოფილების გამგე და მთავარი რედაქტორი. 1986 წელს დააფუძნა ანსამბლი „ქართული ხმები“ და არის მისი სოლისტი. 1994-2003 წლებში — საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩოხატაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება