თეიმურაზ ტორონჯაძე

თეიმურაზ ტორონჯაძე (დ. 3 აპრილი, 1949, თბილისი, — ქართველი პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 1972-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი და სტაჟიორი მოსკოვის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.

1976-1983 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1994 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა, მიწვეული ლექტორი; 1994-2009 წლებში — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მიწვეული პროფესორი გამოყენებითი მათემატიკის კათედრაზე და შემდეგ ამავე კათედრის გამგე; 1983-2006 წლებში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის უნივერსიტეტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ-მუშაკი და შემდეგ ამავე განყოფილების გამგე; 2005 წლიდან — ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, სრული პროფესორი. კვლევის თემა: სტოქასტური განტოლებები სემიმარტინგალის პარამეტრის შეფასების ამოცანებში. არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში; სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები; მონაწილეობდა მრავალ სიმპოზიუმში საქართველოში და საზღვარგარეთ; არის დაახლოებით 70 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • რა გვიშველის — „სვპ“ სისტემა (თანაავტორი). თბილისი, 2003, გვ. 108
  • ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები : ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა. ფინანსური ინჟინერია (რედაქტორი). თბ, ს/ს „პირველი სტამბა“, 1999, გვ. 696
  • ეფექტური ფინანსური სისტემა : ფინანსური სისტემის პროფესიული მენეჯმენტით თვითუზრუნველყოფის მოდელი (თანაავტორი). თბ, ჯისიაი, 1999, გვ. 112

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 46

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება