თეთრი ზღვა-ბალტიის არხი
თეთრი ზღვა-ბალტიის არხი (რუს. Беломорско-Балтийский канал) — სანაოსნო არხი, რომელიც აერთებს თეთრ ზღვას ონეგის ტბასთან, წყლის გზის ნაწილი თეთრსა და ბალტიის ზღვებს შორის. სიგრძე 227 კმ, მათ შორის 37 კმ ხელოვნური წყლის გზაა. აღმართულია დაბა პოვენეციდან წყალგამყოფი ბიეფისაკენ (7 რაბი, ეგრეთ წოდებული პოვენეცის კიბე სამხრეთ კალთაზე), შემდეგ ეშვება (12 რაბი, რეგულირებადი ტბები მაქტოზერო, ვიგოზერო და სხვა ჩრდილოეთ კალთაზე) და ქალაქ ბელომორსკთან შედის თეთრ ზღვაში; ტრასაზე 15 კაშხალია, 49 ჯებირი და 12 წყალჩასაშვები.
თეთრი ზღვა-ბალტიის არხი | |
---|---|
62°48′00″ ჩ. გ. 34°48′00″ ა. გ. / 62.80000° ჩ. გ. 34.80000° ა. გ. | |
მშენებლობის დაწყება | 1931 |
პირველი გამოყენების თარიღი | 2 აგვისტო, 1933 |
დასრულების თარიღი | 1933 |
საწყისი წერტილი | ონეგის ტბა |
საბოლოო წერტილი | ბალტიის ზღვა |
ჩამკეტები | 19 |
სიგრძე | 227 |
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან | 102 |
სტატუსი | ღია |