თეთრი ბიმი შავი ყურით (ფილმი)

„თეთრი ბიმი შავი ყურით“ — 1977 წლის საბჭოთა ორნაწილიანი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია სტანისლავ როსტოცკი[1], ფილმი გაბრიელ ტროეპოლსკის ამავე სახელწოდების მოთხრობის ადაპტაციაა.

ფილმი რეჟისორ ს. როსტოცკისა და მსახიობ ვიაჩესლავ ტიხონოვის მეექვსე თანამშრომლობაა. გადაღებები კალუგაში მიმდინარეობდა. მისი პირველი გამოსვლისას ფილმი 20 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა. ცენტრალური ტელევიზიით ფილმი პირველად 1980 წლის 26 და 27 აგვისტოს აჩვენეს.

სურათი 1979 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი [2]

1978 წელს, ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გამოკითხვის მიხედვით, იგი წლის საუკეთესო ფილმად იქნა აღიარებული. ვიაჩესლავ ტიხონოვის ნამუშევარი ამ ფილმში დაჯილდოვდა ლენინური პრემიით.

ძაღლის ისტორია, რომელიც მოულოდნელად მარტო დარჩება პატრონის ავადმყოფობის გამო. დაბადებიდან თეთრი ფერის ბიმი, რომელიც არ შეესაბამება შოტლანდიური სეტერების სტანდარტს, ბინაში თავის მფლობელთან, მარტოხელა პენსიონერ, ივანე ივანეს ძესთან ერთად ცხოვრობს. პატრონს, ყოფილ ჟურნალისტს, დიდი სამამულო ომის მონაწილეს და ინვალიდს, ახლა კი მხიარულ მონადირეს, უყვარს თავისი ძაღლი და სისტემატიურად დაჰყავს ტყეში სანადიროდ.

მოულოდნელად, პატრონს ძველ ჭრილობაში ჩარჩენილმა ნამსხვრევმა შეახსენა თავი, ის მოსკოვში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ძაღლი მეზობელს მიაბარეს, მაგრამ უყურადღებობის გამო, პატრონის საძებნელად გაიქცა ბინიდან და ქუჩაში, მეთვალყურეობის გარეშე დარჩა. მოგზაურობისას ბიმი ხვდება უამრავ ადამიანს — კეთილს და ბოროტს, მოხუცს და ახალგაზრდას. თითოეული მათგანი განსხვავებულად ექცევა, მაგრამ ვერავინ ახერხებს მის მუდმივად შეფარებას.

გადაღების გეოგრაფია

რედაქტირება

გადაღებები კალუგაში მიმდინარეობდა. ფილმში არაერთხელ ჩანს ხედი კინოთეატრ „კოსმოსზე“ (დანგრეულია 2006 წელს, მდებარეობდა მშვიდობის მოედანთან, საარბიტრაჟო სასამართლოს ადგილზე). მთავარი გმირი, ივანე ივანეს ძე ცხოვრობს კალუგის ცენტრსა და გარეუბანს შორის, ოკას ნაპირებიდან არც თუ ისე შორს, ხუთსართულიან კორპუსში, რომელიც მდებარეობს პლეხანოვის ქუჩაზე, № 94. მის სახლთან არის ცნობილი არქიტექტურული ძეგლი - კორობოვის ქვის დარბაზები, რომლებიც ხშირად ხვდება ფილმის კადრში. შესაძლებელია ასევე ძველი აგურის სახლის ამოცნობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს (კოსმონავტ კომაროვის ქუჩა № 47). ოპერაციის შემდეგ მოსკოვიდან დაბრუნებული ივანე ივანეს ძე ჩადის სადგურზე „კალუგა I“. ფილმის დასასრული გადაღებულია ცენტრალურ პარკში სამების საკათედრო ტაძრის გვერდით.

  • ვიაჩესლავ ტიხონოვი - ივანე ივანეს ძე, ბიმის პატრონი
  • ვალენტინა ვლადიმიროვა - მეზობელი
  • ივან რიჟკოვი - პავლე, სახლმმართველი
  • ირინა შევჩუკი - დაშა, სტუდენტი
  • ვასილი ვორობიოვი - ტოლიკი
  • მიხეილ ზიმინი - ტოლიკის მამა
  • რიმა მანუკოვსკაია - ტოლიკის დედა

გადამღები ჯგუფი

რედაქტირება
  • სცენარის ავტორი: სტანისლავ როსტოცკი და გავრილ ტროეპოლსკი
  • რეჟისორი: სტანისლავ როსტოცკი
  • ოპერატორი: ვიაჩესლავ შუმსკი
  • მხატვარი: სერგეი სერებრენიკოვი
  • კომპოზიტორი: ანდრეი პეტროვი
  • დირიჟორი: ვლადისლავ ჩერნუშენკო
  • ხმის ოპერატორი: იური ხრჟანოვსკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Армен Медведев. «Что человек должен...». «Искусство кино» № 2, с. 23, 1978.
  2. Academy Awards, USA (1979). ციტირების თარიღი: 2013-04-11