თედო რაზიკაშვილის ქუჩა
თედო რაზიკაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი); სამრეკლოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ყარაქლისის ქუჩა, ასევეა თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 60-იან წლებში თედო რაზიკაშვილის სახელი დაერქვა.
თედო რაზიკაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ავლაბარი |
წინა სახელები | ყარაქლისის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 144, ISBN 978-99928-20-35-3.