თებეს ნეკროპოლისი
თებეს ნეკროპლისი — ვრცელი ნეკროპოლისი ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ლუქსორის პირდაპირ. იგი ძირითადად ახალი სამეფოს დროს გამოიყენებოდა. ეს ტურისტული არეალი 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. გამოირჩევა ტაძრებითა და სამარხებით. კვლევები ჯერაც დაუსრულებელია და წარუმატებელია ეგვიპტის ხელისუფლების მცდელობა აღკვეთოს ქურდობა, რადგან ეს ტერიტორია საკმაოდ ვრცელია. დაუსრულებელი ტურისტული ნაკადები ხელს უშლის ძეგლის სათანადო უსაფრთხოებას. როგორც ეგვიპტის ანტიკვარიატის სამსახური ვარაუდობს, ნეკროპოლისში ნაპოვნ ნამარხთა დაახლოებით 20% გაუჩინარებულია ძირითადად ტურისტთა ხელით, მაგრამ მათი ჩანთების სისტემატიური კონტროლი შეუძლებელია, რადგან ტურიზმი რეგიონისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
ძველი თებე და მისი ნეკროპოლისი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ეგვიპტე |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული ქვეყნები |
კოორდინატები | 22°43′14″ ჩ. გ. 32°36′37″ ა. გ. / 22.72056° ჩ. გ. 32.61028° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 87 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 87 ინგლ. • რუს. • ფრ. |
- The Theban Necropolis Egyptian monuments
- The Theban Necropolis დაარქივებული 2009-10-30 საიტზე Wayback Machine. Jill Kamil