თეა ადეიშვილი
ქართველი ჟურნალისტი
თეა ადეიშვილი (დ. 22 იანვარი, 1974) — ქართველი ჟურნალისტი.
თეა ადეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 იანვარი, 1974 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
აქტიური | 1999–დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1974 წლის 22 იანვარს. 1991-1996 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1996-1998 წლებში სწავლობდა საქართველოს დიპლომატიური აკადემიაში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ფონდ „ინტერნიუსის“ სერთიფიკატები ადამიანის უფლებების და არჩევნების გაშუქების სფეროში. 1999-2003 წლებში მუშაობდა „პირველ არხზე“. იყო გადაცემების „აუდიენციისა“ და „ალიონის“ კორესპონდენტი. 2003-2007 წლებში იყო ტელეკომპანია „იმედი“-ს გადაცემა „დროება“-ს კორესპონდენტი. 1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. ამჟამად მუშაობს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- media.ge დაარქივებული 2020-09-29 საიტზე Wayback Machine.