კრუსიბლის თეატრი
(გადამისამართდა გვერდიდან თეატრი კრუსიბლი)
კრუსიბლის თეატრი (ინგლ. Crucible Theatre) — თეატრი ქალაქ შეფილდში, ინგლისში, აიგო 1971 წელს და განლაგებულია ქალაქის ცენტრში. ეს თეატრი გამოიყენება როგორც თეატრალური სპექტაკლებისთვის, ასევე სნუკერის მთავარი ტურნირის — მსოფლიო ჩემპიონატის გასამართადაც.
თეატრი
რედაქტირებაკრუსიბლში უმეტესწილად იდგმება ახალი სცენები ან პიესები, ასევე იმართება უკვე ცნობილი დადგმების რეპეტიციები. ახალი დადგმები ფასდება შეფილდის თეატრების წარმომადგენლების ჯგუფით.
სპორტული ღონისძიებები
რედაქტირებაყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი კრუსიბლში — სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატი. ის ტარდება ყოველწლიურად 30-ზე მეტი წლის განმავლობაში (1977 წლიდან). 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის კონტრაქტი გახანგრძლივდა ხუთი წლით[1]. შენობაში ასევე იმართება მაგიდის ჩოგბურთისა და სქუოშის პროფესიონალური ტურნირების მატჩები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- შეფილდის თეატრი დაარქივებული 2006-07-05 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი შეფილდში დარჩება. Eurosport.ru (19 ოქტომბერი 2008 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2013-04-27.