თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერიოდული ორგანო. გამოდიოდა 1936–2005 წლებში. ჰქონდა როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარულ სამეცნიერო სერიები. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ ბოტანიკოსი ნიკოლოზ კეცხოველი, მათემატიკოსი ვიქტორ კუპრაძე, ისტორიკოსი დავით გვრიტიშვილი, ისტორიკოსი შოთა მესხია, ენათმეცნიერი ვარლამ თოფურია, ლიტერატურათმცოდნე ალექსანდრე ბარამიძე, ენათმეცნიერი შოთა ძიძიგური და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.