თბილისის სახალხო უნივერსიტეტები
თბილისის სახალხო უნივერსიტეტების წინამორბედები თბილისში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახალხო სკოლები და ბანაკები. სახალხო უნივერსიტეტების შექმნის პირველი ცდა 1863 წელს ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ამჯერად სახალხო სკოლებს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლოთ. XX საუკუნის დასაწყისში ქართველი საზოგადოების მოღვაწეებმა კვლავ წამოაყენეს სახალხო უნივერსიტეტის შექმნის იდია. იაკობ გოგებაშვილმა თავის სტატიაში „სახალხო უნივერსიტეტები ჩვენში“ 1905 მოითხოვდა შეექმნათ: „სახალხო სკოლები და ბოლოს და ბოლოს ქართული სახალხო უნივერსიტეტები“.
1907 წელს თბილისში ჩამოყალიბდა პირველი სახალხო უნივერსიტეტები. მისი დაფუძნების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ი. ნაკაშიძე. 16 იანვარს დამტკიცდა „თბილისის სახალხო უნივერსიტეტების საზოგადოება“, ხოლო 4 მარტს თბილისის სახლამდე მსმენელი დაესწრო. თბილისის სახალხო უნივერსიტეტის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობდა ვ. რცხილაძე. ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, თელავში, ჭიათურაში, ფოთში ასევე შეიქმნა საუნივერსიტეტო საზოგადოებები ანალოგიური ხასიათის წესდებით.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისში იქმნებოდა მუშათა უნივესიტეტები, ხოლო 50-იანი წლების ბოლოს დაიწყო მათი მასობრივი გავრცელება. 1957 წელს შეიქმნა კულტურის სახელობის უნივერსიტეტები, ხოლო 1959 წელს თბილისის საქალაქო უნივერსიტეტი, სხვადასხვა დარგის ფაკულტეტებით. სახალხო უნივერსიტეტი მოქმედებდა 1990 წლამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 824, ISBN 99928-20-32-2.