თბილისის საცხოვრებელი სახლი (მ. წინამძღვრიშვილის 148)
საცხოვრებელი სახლი მიხეილ წინამძღვრიშვილის N148-ში — კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, საცხოვრებელი სახლი თბილისში. საცხოვრებელი სახლი აშენებულია XIX საუკუნის მიწურულს. შენობის სადარბაზოს შესასვლელში შესასვლელში მოზაიკის იატაკია, რომელშიც წარწერა - SALVE-ა ჩართული.[1]
საცხოვრებელი სახლი მიხეილ წინამძღვრიშვილის N148-ში | |
---|---|
კოორდინატები | 41°43′01″N 44°47′43″E / 41.716954° ჩ. გ. 44.795143° ა. გ. |
მდებარეობა | თბილისი, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა 148 |
ტიპი |
|
სიმაღლე | 3 სართული |
გახსნის თარიღი | XIX საუკუნე |
შენობა მთავარი ფასადით მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. იგი სამსართულიანია, შელესილი და შეღებილიa. მის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. მთავარ ფასადი სადაა და სიმეტრიული ღერძის მიმართ.[1]
შენობის ფასადი რუსტირებულია. მისი ცენტრალური ნაწილი აქცენტირებულია სამივე სართულზე პილასტრებით, რომლებიც ისევეა დამუშავებული, როგორც ფასადის დანარჩენი ნაწილი. ფასადს ჰორიზონტალურად კი პროფილირებული კარნიზები გასდევს. ფასადი დანაწევრებულია ღიობების მკვეთრი რიტმით.[1]
მისი პირველ სართულის რუსტიკა ხაოიანი ლესვით არის დამუშავებული, მეორე კი შედარებით დაბალი ღარიანი გლუვი ლესვით. მესამე უბრალოდ შელესილია. ღიობები სადაა, მხოლოდ II და III სართულებს აქვთ პროფილირებული საპირეები. ფასადზე ოთხი ლითონის აივანია, აქედან ორი პირველ, ხოლო ორი - მეორე და მესამე სართულზეა განლაგებული.[1]
აივნები ლითონისაა, ჭედური ელემენტებით. ფასადი ბოლოვდება პროფილირებული კარნიზით, რომელსაც თავზე პარაპეტი აბოლოებს. პირველ სართულზე სადარბაზოში შესასვლელი ხის, ფრამუგიანი კარია, რომელიც შემკობილია ხის ორნამენტებითა და ლითონის ჭედური ელემენტებით. კარის მარჯვენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია.[1]
ეზო ვიწროა და სიღრმეში წაგრძელებული. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე ხის შუშაბანდები გასდევს.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3218