თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია
თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია, „კირხე“ (გერმ. Lutherische Kirche Sankt Peter und Paul) — წმინდა პეტრე და პავლეს სახელზე აშენებული გერმანელთა ლუთერანული ეკლესია იყო, რომელიც გერმანელებმა ააშენეს და საზეიმოდ აკურთხეს 1897 წლის 18 მაისს. ეკლესია ნეოგოთიკურ სტილში იყო აშენებული. 1947 წელს კომუნისტურმა მთავრობამ ეს ძეგლი დაანგრია.
თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია Lutherische Kirche Sankt Peter und Paul | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ლუთერანობა |
ქვეყანა | საქართველო |
კურთხევის წელი | 18 მაისი, 1897 |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ლეოპოლდ ბილდელფი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ნეოგოთიკა |
თარიღდება | 1897 წლით |
ისტორია
რედაქტირებაეკლესია ააგეს XIX საუკუნის 20-იან წლებში. გერმანელთა ლუთერანულ ეკლესიაზე მოგვითხრობს 1837 წელს თბილისში ჩამოსული ინგლისელი მოგზაური რიჩარდ უილბრაჰმი
აღნიშნული ეკლესია თბილისის XIX საუკუნის გეგმაზე სხვადასხვანაირად არის დატანილი. ძველი ეკლესიის, რის შესახებაც ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი ასე წერს
„გერმანელთ ტფილისში აქვთერთი მშვენიერი ეკლესია მიხეილის ქუჩაზე აკურთხეს 1897 წელს.“
|
მ.ჯანაშვილის მიერ მოხსენებულმა გერმანელთა ეკლესიამ იარსება XX საუკუნის 40-იან წლებამდე. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია გამოყენებული იყო თბილისის მოსახლეობისაგან ჩამორთმეული რადიო მიმღების საწყობად. ეკლესია დაანგრიეს 1946-1947 წლებში, მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქციის დროს. კირხეს გამო ქუჩას ეწოდა კირიჩნაია, ხოლო ეკლესიის მიმდენარე ტერიტორიას კი კირკის უბანი.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- რიჩარდ ყილბრაჰამის მოგზაურობა საქართველოში თბ., 1990
- ბერიძეთ., ძველი თბილისის გარე უბნების ისტორია ,თბ., 1977
- ჯანაშვილი მ., საქართველოს დედა ქალაქი ტფილისი, ქუთ., 1899.