თბილისის კვირაცხოვლის წმინდა თომას ეკლესია
თბილისის კვირაცხოვლის წმინდა თომას ეკლესია — ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მდებარეობდა ძველ თბილისში ზემო (ბატონის) მოედნის სამხრეთით, კვირაცხოვლის (ახლანდელი ანტონ კათალიკოსის) ქუჩაზე. იგი თბილისის ერთ-ერთი ძველი ეკლესიაა, რომელიც დანგრეულია თემურლენგის შემოსევის დროს. ეკლესია ხელახლა აუშენებია მთავარეპისკპოს ქრისტეფორე . პ. იოსელიანის გადმოცემით, ეს მომხდარა XVIII საუკუნეში, ხოლო დ. კარიჭაშვილის კატალოგით - 1703 წელს:
აღსანიშნავია, რომ კვირაცხოვლის წმინდა თომას ეკლესია და ჩუღურეთის ამავე სახელწოდების ეკლესია მიწერილი იყო ანჩისხატზე. ამჟამად ეკლესია აღარ არსებობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 593