თბილისის თოჯინების რუსული თეატრი
თბილისის თოჯინების რუსული თეატრი, გაიხსნა 1936 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ბაზაზე. თეატრის დაარსების ინიციატორი და პირველი ხელმძღვანელი იყო ნ. მარშაკი, თავდაპირველად დასში ირიცხებოდნენ მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის მსახიობები: ა. ლევსკი, ო. სოკოლოვსკაია, ა. ვაცეკი, ნ. ქოქრაშვილი, ნ. ფედორჩენკო, ლ. კაზანეცი; თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობდნენ ა. ენგელგარდტი, მ. დანიელაშვილი და სხვა. სპექტაკლებს დგამდნენ რეჟისორები მ. ვახნიანსკი, ვ. ვოლგუსტი, რ. შაფთოშვილი, თ. აბაშიძე, თ. შონია და სხვა. სპექტაკლებს აფორმებდნენ მხატვრები: ი. შტენბერგი, ვ. ჩერნიშოვი, ლ. გნატოვსკი, მ. ციციშვილი და სხვა. დადგებიდან აღსანიშნავია გ. მატვეევის "ორი პოტაპიჩი", ნ. ნაკაშიძის "ბაკი-ბუკი", ე. ჩეპოვეცკის "აბა, ჰე, მიციკ!", ი. ვოლკოვსკის "რიმტიმტის თავგადასავალი" და სხვა. 1975 წლიდან თეატრს სათავეში ედგა ს. ობრაზცოვის მოწაფე ვ. სმირნოვი; თეატრში მუშაობდნენ საქართველოს დამსახურებული არტისტები: რ. ტაგიროვი, კ. ეფიმოვი; მსახიობები ს. გოლოვანოვა, დ. ენუქაშვილი, ე. კუროჩკინა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 606.