თბილისის ზამთრის საცურაო აუზი

თბილისის ზამთრის საცურაო აუზისაქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის საცურაო აუზი, რომელსაც აქვს თაღოვანი გადახურვა და მარაგდება გამთბარი წყლით. აგებულია 1965 წელს, არქიტექტორი — მ. სანთელაძე) აუზის სიგრძეა — 50 მეტრი, სიგანე — 21 მეტრი, სიღრმე 2–6 მეტრი. განკუთვნილია 8 საცურაო ბილიკისათვის, წყალში ხტომებისთვის.

აუზში არის სტაციონარული კოშკურა თავისი ბაქნებით (5, 7 და 10 მეტრი) და ტრამპლინები (3 და 1 მეტრი). ტრიბუნები 750 მაყურებელს იტევს. აუზთან მოწყობილია ორი სპორტული დარბაზი, სამედიცინო და მეთოდური კაბინეტი, საუნა და ყველა აუცილებელი დამხმარე სათავსო. აუზში ვარჯიშობდნენ მოცურავეთა, წყალბურთელთა, წყალშიმხტომელთა, წყალქვეშა ცურვისა და თანამედროვე ხუთჭიდის ნაკრები გუნდები, ბავშვთა სპორტული ჯგუფები და ჯანმრთელობის ჯგუფები. აუზში ტარდებოდა თბილისისა და საქართველოს მაშტაბის შეჯიბრებები სპორტის ზემოთ ჩამოთვლილ სახეობებში.

ლიტერატურა

რედაქტირება